მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს, თუ - კერძო კომპანია

5d778d68d8c5c
თელარა გელანტია
10.09.19 15:46
1098
„ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე მივესალმები ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. პირველი ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და აუცილებლად განხორციელდება. თუმცა თქვენ როგორც იცით, არის კერძო კომპანიები, ვისაც ინტერესი აქვს, განხორციელდეს, თუმცა როგორც დღეის მდგომარეობიდან ჩანს და იკვეთება, ამ კომპანიებს გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვთ. თუმცა, პროექტს რაც შეეხება, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მნიშვნელობა არ აქვს ამას სახელმწიფო განახორციელებს მომავალში თუ კერძო კომპანიები", - განაცხადა მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები