მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კანდელაკი ბატიაშვილის უწყების ექსპერტია: 3000 ლარი მაქვს ხელფასი... ესაა სტანდარტი

5c90f4481e6f3
თელარა გელანტია
19.03.19 17:51
2032
საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის მიხეილ გიორგაძის ყოფილი პირველი მოადგილე კახა კანდელაკი ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარგის ექსპერტია.

როგორც bm.ge-ის კახა კანდელაკმა განუცხადა, მას შემდეგ რაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ნაწილი გახდა, ის „ახალ გაერიანებულ სამინისტროში დარჩა“.

თავად ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე კი, როგორც ცნობილია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილეა ხუთ მოადგილეს შორის.

Bm.ge-ის კითხვას - რა შედის სამინისტროს დარგის ექსპერტის ფუნქცია-მოვალეობებში, კახა კანდელაკმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ექსპერტი ვარ კულტურის კუთხით... კულტურის მიმართულებით რამდენიმე მრჩეველია, ზოგი რა დარგშია და ზოგი - რაში, მე უფრო ფესტივალები, კულტურული ღონისძიებები, ევროპის დღეები საქართველოში, გამოფენების ჩამოტანა და ა.შ.“, - განაცხადა კანდელაკმა.

რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, სამინისტროს დარგის ექსპერტის ყოველთვიური ანაზღაურება 3000 ლარია.

„4 წელი მინისტრის პირველი მოადგილე ვიყავი და ახლა როგორც დარგის ექსპერტი, ისე დავრჩი ახალ გაერთიანებულ სამინისტროში... პროფესიონალები სჭირდებათ და ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ დავრჩენილიყავი; 3000 ლარი მაქვს ყოველთვიური ხელფასი, ესაა სტანდარტი ყველასთვის“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები