BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გაყოფის შედეგად შეიქმნება ორი განსხვავებული ჯგუფი– საქართველოს ბანკი და საინვესტიციო ჯგუფი Georgian capital. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მოხსნის ყველანაირ კითხვას ფინანსურ ჰოლდინგებთან დაკავშირებით.
“ეროვნული ბანკის რეგულაციები საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად მიმდინარეობდა, ამიტომ ჩვენთვის აქ მოულოდნელი არაფერი იყო. როგორც იცით BGEO ჯგუფმა, რომელშიც საქართველოს ბანკი შედის, გასული წლის ზაფხულს გამოაცხადა გაყოფის შესახებ,. გაყოფის შედეგად შეიქმნება ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კომპანია - საქართველოს ბანკის ჯგუფი და საინვესტიციო ჯგუფი, რომელსაც “georgia capital” ერქმევა. ეს მგონი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს მოხსნის ფინანსურ ჰოლდინგებთან დაკავშირებით”, –ამბობს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.

























