მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კიკნაველიძე რეგულაციების გადავადებაზე: "იმედი მაქვს დოკუმენტი შეიცვლება"

5bdfe4380b83b
ლევან თაღიაშვილი
05.11.18 10:44
1026
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე BM.GE-სთან სებ-ის რეგულაციების გადადებაზე საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების შედეგად რეგულაციების შესახებ დოკუმენტი შეიცვლება. კიკნაველიძე აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებს დრო უნდა მიეცეთ თავიანთ სისტემებში რეგულაციების დანერგვისთვის.

„მე ვფიქრობ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი შეიცვლება და ბანკებს დრო მიეცემათ ხელმოწერიდან ძალაში შესვლამდე, რომ დანერგონ რეგულაციები თავიანთ სისტემებში. ვფიქრობ, კონსულტაციების შედეგად ეს დოკუმენტი შეიცვლება.“- განაცხადა კიკნაველიძემ

რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა განცხადება 30 ოქტომბერს გააკეთა:

"გასული კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით. დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება. კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა, განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ. ამასთან მიზანშეწონილად ჩაითვალა საფინანსო ორგანიზაციებს კიდევ რამდენიმე დღე მიეცეთ ახალი ვერსიის გასაცნობად და მათი შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვნად. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით გადაწევის შესახებ, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. 

შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომენტარებისათვის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და მსესხებელთა დაცვა არაპროპორციული ფინანსური რისკებისგან. პროექტი საბოლოო რედაქციამდე ექვემდებარებოდა როგორც პრინციპულ, ისე შინაარსობრივ და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და მათთან ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა", - განმარტავენ სებ-ში.

 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები