მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კოჟორიძე: "რუსთავი 2"–ის 60%–იან წილს ყადაღა დაედო

5dad67d1bea20
BM.GE
21.10.19 12:08
2015
"რუსთავი 2"–ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის კახა კოჟორიძის განცხადებით, "რუსთავი 2"–ის 60%–იან წილს ყადაღა დაედო.

როგორც კოჟორიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამის შესახებ ინფორმაცია მას თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სადაც დვალისა და აქიმიძის სარჩელი ტელეკომპანიის 60%–იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, გასულ კვირას შევიდა.

"რუსთავი 2"-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:

1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში;
2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა", – წერს კოჟორიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები