მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კუჭავამ რადიკალების მიერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა აღმართა

60e544b937dd5
ინგა მურუსიძე
07.07.21 10:14
564
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა თავად აღმართა.

ფოტომასალა პარლამენტის თავმჯდომარის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

საქმე ის არის, რომ გუშინ ღამით, მას შემდეგ რაც პარლამენტის წინ ძალადობის საწინააღმდეგო მდუმარე აქცია დასრულდა, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა მეორედ ჩამოხსნეს და გაანადგურეს.

"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან", - ნათქვამია კუჭავას განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები