მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა ოქრიაშვილი: დღეს ბანკები მდიდრდებიან, მოსახლეობა და ბიზნესი ღარიბდება

592eab840a0ec
BM.GE
31.05.17 16:05
1630
კომპანია პსპ-ს დამფუძნებელი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი საბანკო სექტორში ოლიგოპოლიაზე საუბრობს. მისი თქმით, ქართული საფინანსო სექტორი მცირე ზომისაა და ბაზარზე 2-3 მსხვილი ბანკის არსებობა საკმარისია.

"ჩვენი ფინანსური ბაზარი პატარაა და ვთვლი რომ ჯობია იყოს ცოტა და ძლიერი ბანკი ვიდრე ბევრი და სუსტი, მაგრამ უნდა იყოს შესაბამისი რეგულაციები.

საქართველოს ჯამური ხელფასის 30%-მდე მიდის საბანკო სესხების პროცენტების გადახდაზე, როდესაც საშემოსავლო გადასახადი 20%-ია. გვაქვს ბევრი პრობლემები და ახალმა კანონპროექტმა ამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს.
ბანკები დღეს მდიდრდებიან, მოსახლეობა და ბიზნესი ღარიბდება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა გადაცემაში "საქმის კურსი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები