მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა ოქრიაშვილი: "ყველაფერი არის ბანკების და მიკროსაფინანსოების ბრალი"

583ff98129c02
ანი ჯოხაძე
01.12.16 16:21
1854
ლარის კურსის ცვლილებამ, შესაძლოა, მედიკამენტების ფასების 3%-იანი ზრდა გამოიწვიოს.

„ვადასტურებ რომ ძალიან ცუდია ლარის კურსის ცვლილება, რაც მედიკამენტებზე პროცენტულ ზრდას გამოიწვევს“,-აცხადებს პარლამენტის წევრი სააფთიაქო ქსელ „PSP”-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი. მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მწარმოებლებთან მოლაპარაკებები ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ოქრიაშვილი ამ პროცესების გამომწვევ მიზეზებზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა, ადანაშაულებს ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. "ყველაფერი არის ბანკების და მიკროსაფინანსოების ბრალი",- აცხადებს ოქრიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები