მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ქემოკლიძეს, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩაანაცვლებს

6036a5fc777a0
თამთა ჯიჯავაძე
24.02.21 23:12
2861
კახა ქემოკლიძეს, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩაანაცვლებს. როგორც Bm.ge-ს წყარომ განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს რატი ბრეგაძე დაიკავებს.

რატი ბრეგაძე 2017-2019 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, 2015-2016 წლებში კი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება განათლებას, რატი ბრეგაძემ სამართლის დოქტორის ხარისხი 2011 წელს ჰამბურგის უნივერსიტეტში მოიპოვა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ კახა ქემოკლიძემ რამდენიმე საათის წინ განაცხადა. ქემოკლიძე ამ პოზიციაზე რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები