მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა შენგელია ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის მუდმივ წევრად აირჩიეს

5b3dc8e36a46c
BM.GE
05.07.18 11:19
6207
კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის მუდმივ წევრად აირჩიეს.

ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (The World Academy of Art & Science, WAAS) - საერთაშორისო არასამთავრობო სამეცნიერო და სახელოვნებო ორგანიზაციაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე მეცნიერების ყველა ძირითად მიმართულებას (საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები) და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს.

ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია 1960 წელს ალბერტ აინშტაინმა დააარსა.

აღნიშნულ თანამდებობაზე კახა შენგელიას რეკომენდაცია მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გაუწიეს, სადაც, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის მმართველი საბჭოს წევრად სამი წლის ვადით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების და მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის პრეზიდენტი, დოქტორ ჰეიტორ გურგულინო დე სოუზა, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას ატარებს.

მაისში, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში ვიზიტით იმყოფებოდა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, გერი ჯეიკობსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები