ბიზნესმები კახაბერ ჟორჟოლიანი ქემალ გაზიოღლუს პირდაპირ ეთერში ტელე დებატებში იწვევს. ქართველი და თურქი ბიზნესმენების დავა 6 წლის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. საქმე ეხება ადგილობრვისი ბიზნესმენის ქონების დაზიანებას და თურქი ბიზნესმენისთვის დაკისრებულ კომპენსაციას 1 მილიონი ლარის ოდენობით. დავა ამჯერად უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.
კახაბერ ჟორჟოლინმა, რომელიც დეპუტატ გია ჟორჟოლიანია ნათესავია, დღეს ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს საქმეში არსებულ გარემოებებს.
„სასამართლოში დავის საწყის ეტაპზე ქემალ გაზიოღლუს ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათმა მარწმუნებელმა კი არ მოუთხარა ორ გვერდზე ქვაბული ჩემს შენობას, არამედ თითქოს მე ავაშენე შენობა უკვე არსებული ქვაბულის სიახლოვეს. მათი ეს სიცრუე მე იოლად გავაბათილე არქივიდან მოპოვებული ქვაბულის ამოღების პერიოდის აეროგადაღების სურათებით, რამაც ვერ დააბრკოლა ქემალ გაზიოღლუს ადვოკატები იგივე სტილში გაეგრძელებინათ მათი მარწმუნებლის „დაცვა“; ხელისუფლებას რომ აშანტაჟებს ქემალ გაზიოღლუ, თურქი „ინვესტორები“ საქართველოში ჩამოსასვლელად ჩემს სიგნალს უცდიანო, ის თურქებიც თუ მისნაირი „ინვესტორები“ გახლავან აქედან შეუთვლოს, ნუღა ჩამოვლენ, დარჩნენ სადაც არიან და თუ თვითონაც აქედან წავა, ბ–ნი გვარამიაც თან გაიყოლოს, თურქეთში რომ ანახოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილობრივის ქონების დაზიანებისთვის პასუხს თუ სთხოვენ და იქაური ტელევიზიები ამას როგორ აშუქებენ ყოველგვარი პოლიტიკის და პირადი ანგარიშსწორების გარეშე?! მე სრულის პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ სასამართლო სხდომაზე არ მიხსენებია დეპუტატ გია ჟორჟოლიანის სახელი, რაშიც თურქ „ინვესტორთან“ მიმდინარე 6 სასამართლო პროცესის განმხილველი ყველა მოსამართლე დამეთანხმება. რამდენჯერმე თავად „ადვოკატმა“ გრიგალაშვილმა ახსენა ცილისმწამებლურად მისი სახელი, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ჩემი რეპლიკაც. შესაბამისად ცილისწამებაა ხათუნა გრიგალაშვილის ბრალდება რომ მე დეპუტატი ნათესავის სახელს ვიყენებდი სასამართლოზე ზეწოლისთვის (ყველა სხდომის აუდიო ჩანაწერი არსებობს, ამოიღოს და იმართლოს თავი სარჩელს რომ შევიტან ცილისწამებაზე)“ - ნათვამია კახაბერ ჟორჟოლიანის წერილში.

























