მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახელ გლეხებს, 2 წლის წინ ჩაბარებული ყურძნის საფასურს ახლა აუნაზღაურებენ

5bfbf4e25272b
თამუნა დემეტრაშვილი
26.11.18 17:26
1459
კახეთში, 2016 წლის სეზონზე ჩაბარებული ყურძნის საფასურს გლეხებს 2 წლის თავზე აუნაზღაურებენ. 265 ათასი ლარის ღირებულების ღვინომასალებს, შპს "ახაშენისგან", სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარხანა "აკურა" შეიძენს, ფული კი გლეხებს დაურიგდებათ. შესყიდვა ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით მოხდება, რადგან ღვინო მასალები კონკრეტულად შპს "ახაშენისგან" უნდა იყიდონ. დოკუმენტაციაში, რომელშიც შესყიდვის აუცილებლობაა დასაბუთებული მითითებულია, რომ ღონისძიება, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შეზღუდულ ვადებში უნდა ჩატარდეს.

ჩაბარებული ყურძნის საფასურის ანაზრაურებას თელავის რაიონის სოფლების 200-მდე მევენახე უკვე დიდი ხანია ითხოვენ. მათ ამ მიზნით 2016 წელს აქციებიც გამართეს, თუმცა პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები მხოლოდ 2 წლის შემდეგ გადაიდგა. გლეხებისგან ყურძენი თავის დროზე შპს "ახაშენმა" ჩაიბარა, მალევე აღნიშნული კომპანიის 7 თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. "ახაშენს" აქტივის სახით, საფერავისა და რქაწითელისგან დამზადებული ღვინომასალები დარჩა, რომელსაც ახლა სახელმწიფო შეიძენს, ფული კი გლეხებს გადაეცემათ. გამარტივებული შესყიდვის უფლების მისაღებად, "აკურას" ხელმძღვანელმა შესყიდვების სააგენტოს დღეს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები