მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კახელების" დამფუძნებელი: ნუ დაიჯერებთ, რომ სეს-ს ვინმეს ჯანმრთელობა ადარდებს

5aaed4c7e81dc
BM.GE
19.03.18 09:30
5438
რესტორანი კახელების მფლობელი ჭიჭიკო გოლეთიანი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზაციის დაჯარიმებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გზით ბაზარზე ბიზნეს ინტერესების გადანაწილება ხდება.

„ნუ ვიქნებით მეგობრებო მიამიტები, ნუ დაიჯერებთ, რომ სურსათის სააგენტოს ვინმეს ჯანმრთელობა ადარდებს. ხდება მარტივად ბიზნეს ინტერესების გადანაწილება. ხსენებული სააგენტო სახელმწიფოს ავტორიზებული ვეტ ლაბორატორიის დასკვნას არ აღიარებს და ითხოვენ ცხვრის ხორცზე ფორმა 2-ს. ანუ სხვა მისამართს გთავაზობს. ფორმა ორს ცხვარზე არ იძლეოდა აქამდე არავინ მარნეულისა და თელეთის ცხოველების სასაკლაოს გარდა. მათ კი აქვთ გადატვირთვა ახლო აღმოსავლეთში საექსპორტო ხორცზე, დღეში იკვლება 4000 სული რომელსაც ესწრება რელიგიური წარმომადგენელი რათა ხორცი ჩაითვალოს "ჰალალ"-ად.
ამიტომ, ბუნებრივია რესტორნის 2-3 ცხვრის დასაკლავად მათ არ სცალიათ.

ამ დღეებში დაკვლა ცხვრის გაძვირდება და ეღირება 30 ლარი, ქათმის 3 ლარი.

მიზან მიმართულად უბიძგებს რესტორატორებს გაყინული, იმპორტული ხორცის შეძენისკენ. ამით მოკვდება ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი სოფლის მეურნეობა. ეგ არის და ეგ...

მე მივესალმები შემოწმებას და სახელმწიფროებრივ მიდგომას. არ მივესალმები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბიზნეს ადრესების მარტივად გადანაწილებას ერთი ჯიბიდან მეორეში და თან გაძვირებული სერვისით”, - წერს გოლეთიანი საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მდებარე ცნობილ რესტორნებსა და კაფეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა. უწყების ცნობით, ობიექტებში – „კახელები“; „თაშრე“; რესტორანი „თევზის სახლი“; „კერია“ გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაცია, რის გამოც ისინი 1000 ლარით დაჯარიმდნენ. ამასთან, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები