მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთის ენერგოდისტრიბუცია ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

59647c1714a63
BM.GE
11.07.17 11:18
1498
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. აუქციონი 3 ივლისს დაიწყო და ის 11 ივლისს დასრულდება.
აუქციონის პირობების მიხედვით, შეძენილი ქონების გამოყენება ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოხდეს.
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ფასი აუქციონზე 27 279 500 ლარია.

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" კახეთის რეგიონში გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც 2003 წლის 15 აპრილს ს.ს. ,,სინათლე"-ს ბაზაზე შეიქმნა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის განაწილება. სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ემსახურება 117 058 აბონენტს.

კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების რეჟიმშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები