მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება"

5b7d13d6a7321
BM.GE
22.08.18 11:39
1726
კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

"დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს არის კახეთის გზატკეცილის სამუშაოები. 3 ეტაპად დავყავით ეს სამუშაოები. პირველი ეტაპი სექტემბრის ბოლოსთვის სრულად დასრულდება. ვიწყებთ მარცხენა სათადარიგო მონაკვეთის რეაბილიტაციას. მესამე მონაკვეთი კი არის ის რომ ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამ პერიოდში სათადარიგო გზით იქნება შესაძლებელი გადაადგილება.

საკმაოდ კარგი პროექტი გამოდის. ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდება ასფალტის საფარის შეცვლა, ასევე განათების შეცვლა. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რადგან ყველა სტუმარი დედაქალაქში ამ გზით შემოდის და არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები