მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია 11 მილიონ ლარამდე დაჯდება

5b348fccbed35
თამუნა დემეტრაშვილი
28.06.18 11:33
447
თბილისის მერია კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციასაც გეგმავს. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 10,9 მილიონი ლარია. სულ პროექტით გათვალისწინებსულია 7,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება ასფალტის საფარი, გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდება და შეიცვლება ჭები და ბორდიულები. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები 24 სათიან რეჟიმში აწარმოოს. პროექტი 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია "ჯეო გრუპი" ასრულებს და რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები