მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კახეთის გზატკეცილზე სარეკლამო აბრები დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს"

5b7d07177fe29
BM.GE
22.08.18 10:47
1139
კახეთის გზატკეცილზე სარეკლამო აბრები დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მის მოადგილეს დაავალა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციით, აბრების შეცვლა-მოწესრიგება მოხდეს.

„სარეკლამო აბრები კახეთის გზატკეცილზე ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს. მხედველობაში მაქვს ისეთი აბრები, რომლებიც მაგალითაც გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი. მთელი გზის სიგრძეზეა აბრები და მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო რომ ბიზნესთან კომუნიკიციით ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. ბიზნეს ინტერესები არ უნდა დავაზიანოთ, თუმცა ბიზნესის საქმიანობა ქალაქის იერსახის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები