მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის მთავრობა გომბორზე გვირაბის გაჭრის პროექტს ისევ განიხილავს

5ae723235ca2d
ელენე გოგბერაშვილი
02.05.18 18:00
1305

 პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, კახეთში ცალკე აეროპორტისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ, მოწინააღმდეგები მეტი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად გომბრის მთაზე გვირაბის გაჭრის პროექტს უპირისპირებენ. ამ პროექტის განხორციელებას წინა ხელისუფლება გეგმავდა, რაც  თბილისიდან თელავამდე მანძილს დაახლოებით 40 წუთით შეამცირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა, როგორც ჩანს პროექტზე საბოლოოდ უარის თქმას კახეთის ადმინისტრაციული ორგანო არ აპირებს. ამ ეტაპზე კახეთში არც აეროპორტის და არც რკინიგზის აღდგენის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც BM.GE-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ დაინტერესებული ინვესტორები, ჯერჯერობით კონკრეტული ლოკაცია შერჩეული არ არის და  შესაბამის მოკვლევას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება’’ ატარებს.

რაც შეეხება გომბორის მთაზე გვირაბის გაჭრის პროექტს, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ პროექტს მიუბრუნდებიან.

,,საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის მიხედვით, 2020 წლამდე არ იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. 2020 წელს ამ საკითხს კახეთის მხარე დასვამს ცენტრალური მთავრობის წინაშე’’-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები