მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

5b9b9701c5aff
BM.GE
14.09.18 15:08
746
კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი 110 მილიონ ლარს მიაღწია, - “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს კახეთში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.

მთავრობის მეთაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად “რთველი 2018”-ის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც პროცესის შეუფერხებლად წამართვის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ლევან დავითაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ “რთველი 2018” ორგანიზებულად, წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ ყოფილა.

მთავრობის მეთაური დღესვე სოფელ რუისპირში გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიურ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მზადდება. 5 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში მოყვანილი ყურძენი ბიოდინამიური მეთოდით მუშავდება, საიდანაც წელიწადში 5 ათასამდე ბოთლი ღვინო იწარმოება. ღვინის წამოების გარდა მეურნეობაში მოჰყავთ ხორბალი, მისდევენ მეფრინველეობასა და მეფუტკრეობას, ამზადებენ ჯემებსა და მურაბებს.

“კახეთში რთველი მიმდინარეობს წარმატებით. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩაბარებულია დაახლოებით 60 ათასი ტონა ყურძენი და მოსახლეობამ თითქმის 110 მილიონი ლარი მიიღო. გასული წლის მონაცემთან შედარებით, ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან ერთად, დღეს დავათვალიერეთ ბიოწარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში განვავითაროთ ორგანული პროდუქციის და სასმელის წარმოება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივზე, რომელიც ძალიან დიდ საგადასახადო სტიმულს მისცემს საქართველოში ორგანული პროდუქციის წარმოების კიდევ უფრო განვითარებას. ეს არის სწორედ ის ნიშა, რომელიც ჩვენ უნდა დავიკავოთ საერთაშორისო ბაზარზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ასევე ესტუმრა “თელავის ღვინის მარანს”, სადაც ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის ჩამოსხმის პროცესს გაეცნო. თანამედროვე ტექნოლგიებით აღჭურვილ საწარმოში, წელიწადში 5,5 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები