მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული

BM.GE
07.09.21 12:17
509
ღვინის ეროვნული სააგენტოსგან გავარკვიეთ, რომ ექვსი სექტემბრის მდგომარეობით კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული რაც 47 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას ნიშნავს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდშ მაჩვენებელი 8 ათას ტონამდე გადამუშავებული ყურძენი იყო.

„რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს. კახეთში ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება დღეს სრულდება - 26 აგვისტოს შემდეგ გადამუშავებულია 15 ათას ტონამდე ნასეტყვი ყურძენი. კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მიმდინარე კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები