მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთში ახალი სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტი" გაიხსნა

5ab7a84cefcae
BM.GE
25.03.18 17:46
4951
კახეთში ახალი სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი" გაიხსნა. კომპლექსში 7,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ - პროგრამა - „აწარმოე საქართველოში", ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა (DCFTA) და „საქართველოს ბანკის" (BOG) თანადაფინანსებით.

"ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციებისა გაცილებით უფრო დიდია,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის" გახსნაზე განაცხადა, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები