მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში Covid-ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მიზეზად გამყრელიძე რთველს ასახელებს

614dbac29b5e5
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 15:50
558
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ კახეთში კოვიდ-ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი რთველია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მგონია, კახეთში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი ხელშემწყობი რთველის გამო დიდი მობილობა იყო. თორემ კახეთში ამ კუთხით შედარებით სიმშვიდე გვქონდახოლმე“,- ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, 24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით  - 250 - თბილისისა და იმერეთის შემდეგ მესამე ადგილასაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები