მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კახეთში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებაზე მთავრობა მუშაობს"

5a17f47c2eb53
სალომე მეცხვარიშვილი
25.11.17 17:15
14328
კახეთში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებაზე მთავრობა მუშაობს,- ამის შესახებ საქმის კურსს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ამ საკითხის ანალიზი შესაბამისი უწყებების მიერ, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, აეროპორტების გაერთიანება.

"იმედი მაქვს, ეს საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კახეთს ეკონომიკური განვითარებისთვის, დიდი ბიძგის მიმცემი იქნება ტურიზმისთვის, გადაწყდება დადებითად. აეროპორტი უკვე არის კახეთში, თელავთან. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოხდება მისი გაფართოება, აღჭურვა და ა.შ.",- აცხადებს გუბერბნატორი.

მისი თქმით, საუბარია აეროდრომ "მიმინოზე", რომელიც სახელმწიფოს უზურფრუქტის მეშვეობით გადაცემული აქვს სასწავლო ცენტრს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები