მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში თხილის ახალი პლანტაციის გაშენება იწყება

5e47979481a37
ინგა მურუსიძე
16.02.20 17:45
2598
კახეთში, ლაგოდეხის რაიონში თხილის ახალი პლანტაციის გაშენება იწყება, - ამის შესახებ bm.ge-ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

"წელს ლაგოდეხში, თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყება დაახლოებით 600 ჰა-ზე. პერსპექტივაში იქ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც არის დაგეგმილი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის: საქსტატის წინასწარი მონაცემებთ, გასულ წელს საქართველოდან 66 მლნ 696.8 ათასი აშშ დოლარის ღირებულების თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი დაფიქსირდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს (69 მლნ 676.7 ათასი აშშ დოლარი) 4.5%–ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები