მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთში ვაზის მაღალტექნოლოგიური სანერგე მეურნეობა მოეწყობა

5b2f35e6f2a86
დავით ჯალაღონია
24.06.18 11:00
3523

ბიზნესმენი რომან ჩხენკელი ლაგოდეხში ვაზის სანერგე მეურნეობის გაკეთებას გეგმავს.

როგორც ჩხენკელმა BM.GE-ს განუცხადა, აღნიშნული პროექტი ვირუსებისგან სუფთა ვაზის ნერგების გამოყვანას უზრუნველყოფს.

"ახლა მოლაპარაკებებზე საბერძნეთში ვიყავით, რომ ამ კუთხით დახმარება გვქონდეს, რადგან დედა მცენარეები, რისგანაც მასალის აღება და საძირეების გამოყვანა მოხდება, საქართველოში არ არსებობს – ან იმპორტირებულია და მოლდოვადან და უკრაინიდან შედარებით დაბალი ხარისხის შემოაქვთ, ან ადგილობრივ, გაველურებულ ვაზებს იყენებენ, რაც ძალიან კუსტარული და არასაიმედო ტექნოლოგიებია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საძირეებით გავაკეთოთ ეს სანერგე და ბაზარს ვირუსებისგან სუფთა ნერგები შევთავაზოთ", – განმარტა რომან ჩხენკელმა, რომელიც სანერგე მეურნეობის მოსაწყობად შესაბამის ბიზნეს გეგმაზე მუშაობს.

ბიზნესმენი მზა პროდუქტს ბაზარს სავარაუდოდ, 2-3 წლის შემდეგ შესთავაზებს.

"სანერგე მეურნეობა თავდაპირველად, აღმოსავლეთ საქართველოს მოამარაგებს", – აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები