მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახი კალაძე: "თბილისი არ უნდა იყოს ჯიხურების ქალაქი"

5c19fcf735a67
თამუნა დემეტრაშვილი
19.12.18 12:07
1314
დედაქალაქის მერის კახი კალაძის განცხადებით, „თბილისი არ უნდა იყოს ჯიხურების ქალაქი“.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მერის თქმით, დედაქალაქში „არასწორ“ ადგილებზე განთავსებულ ჯიხურებს ადგილს შეუცვლიან.

საუბარია, დაახლოებით, 2500 ჯიხურზე.

,,ეს 2500 ჯიხური, ამდენივე და უფრო მეტ ადამიანს ინახავს და მათი შემოსავლის წყაროა. ძალიან რთულია არსებულ პირობებში მიიღო გადაწყვეტილება. ასე მარტივად ვერ მოხდება ჯიხურების აღება, თუმცა გარკვეულ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ - თბილისი ვერ იქნება ჯიხურების ქალაქი“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, იმ ჯიხურებზე, რომლებიც პრობლემებს არ ქმნიან, მერია ხელახალ აუქციონს გამოაცხადებს, დანარჩენებს კი, მუშაობისთვის გარკვეული დრო მიეცემათ.

,,დეტალურდ ვიცით, ყველა ის ობიექტი, რომელიც არასწორ ადგილებზეა განთავსებული და წარმოადგენს პრობლემას, ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6 თვემდე. მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან, უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებით ვადა, რა დროსაც ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება. არავის არ ვერჩით, უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა და მათ მიეცემათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები