მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახური მწვანე ბიზნესი – მელაანის გესთჰაუსმა დამსვენებლების მიღება დაიწყო

6163116cab193
მარიამ იზორია
11.10.21 10:10
1902
კახეთში მდებარე ეკოტურისტულმა კომპლექსმა „Melaanian Vintage - Guest House“-მა სექტემბერში პირველ დამსვენებლებს უმასპინძლა. როგორც კომპლექსის დამფუძნებელი თეო თაბორიძე bm.ge-სთან ამბობს, ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივი ვიზიტორები ჰყავდათ, მარტიდან კი უკვე საერთაშორისო ვიზიტორების ჯავშნებიც აქვთ.

„კომპლექსი ბაზარზე გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა, ჯერ კიდევ არ ვიყავით მზად, როგორც განთავსების ობიექტი და უკვე შემოგვდიოდა მოთხოვნები, როგორც ინდივიდუალური ასევე ტურისტული კომპანიებისგან, სექტემბრის დასაწყისში უკვე სტუმრების მიღებაც მოვახერხეთ, ჯერჯერობით ადგილობრივ დამსვენებლებს მოვემსახურეთ, მარტიდან კი ჯავშნები უკვე საერთაშორისო ვიზიტორებისგან გვაქვს“ - ამბობს ეკოტურისტული კომპლექსის დამფუძნებელი.

„Melaanian Vintage - Guest House“-ს საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა, საოჯახო სასტუმრომ „CENN“- ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

„Melaanian Vintage - Guest House ეკოტურისტული ობიექტია და, რა თქმა უნდა, მწვანე პრინციპებს მომსახურებაშიც ავსახავთ, ჩვენი ბიზნესი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თემის გაძლიერებას, ბუნებრივი ტყის პროდუქტებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებას და, რაც მთავარია, ვცდილობთ ბუნებას ზიანი არ მივაყენოთ, სწორედ ეს მიდგომები გახდა ამ ნომინაციაში გამარჯვების მიზეზი. ეს შედეგი სტიმულია იმისთვის, რომ უფრო მეტად ვიზრუნოთ გარემოზე, ადგილობრივებზე და შევქმნათ საინტერესო მწვანე ტურისტული პროდუქტები“ - ყვება თეო თაბორიძე.

ცნობისთვის, ეკოპრინციპებზე აგებული საოჯახო კომპლექსი დამსვენებელს სასტუმროში განთავსებას, კვებას, დეგუსტაცია-მასტერკლასებსა და ტურებს სთავაზობს. Melaanian Vintage –Guest House“-ის დამფუძნებელმა პროექტი ნულოვანი ინვესტიციით განახორციელა, შემდგომ კი ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“ გრანტი მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები