ბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში ეხმარება. მათ შორის კომპანიებისათვის განკუთვნილი სასაჩუქრე პაკეტები ისეთ სერვისებს აერთიანებს, როგორებიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, რეკლამისა თუ ბიუჯეტის დაგეგმარება, ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება და სხვა. დღეს ეს საჩუქარი თელავის ერთ პატარა ისტორიულ ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროს შესახებ მომზადებული სალომე ჭიპაშვილის სიუჟეტია.