მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" პრაღაში მაღაზიას გახსნის

59e894448f5da
სალომე მეცხვარიშვილი
20.10.17 10:00
1373
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" პრაღაში მაღაზიას გახსნის,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ შარშან ჩეხეთში გახსნა შვილობილი კომპანია KTW Europe, რომელიც ადგილობრივ ბაზარზს აწვდის პროდუქციას. მაღაზიის გახსნა მომდევნო სამ თვეშია დაგეგმილი.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, ევროპაში წარმომადგენლობას ის უპირატესობა აქვს, რომ კომპანიას მცირე შეკვეთების მიღება შეუძლია და რაც მთავარია ეს ეკონომიკურადაც გამართლებულია.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, 20-30 ყუთისთვის საქართველოდან მანქანას არავინ გააგზავნის, ადგილზე კი მცირე რაოდენობების შეძენა შესაძლებელია.

ევროპულ წარმომადგენლობაში კომპანია ყიდის მის მიერ დამზადებულ ღვინოს, ბრენდს, კომპანია "ნენას" პროდუქციას და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები