მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაზინოების ლეგალიზაცია უკრაინაში - ტურიზმის განვითარების ზელენსკისეული გეგმა

5d4bf3fa28910
მიხეილ ხაჩიძე
08.08.19 15:30
1021

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქვეყანაში აზარტული თამაშების ლეგალიზებას გეგმავს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პირველმა პირმა თურქეთში, უკრაინულ-თურქულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ვლადიმერ ზელენსკიმ იქვე აღნიშნა, რომ აზარტული თამაშების ლეგალიზაცია მხოლოდ 5 -ვარსკვლავიან სასტუმროებში უნდა მოხდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

”ჩვენ ლეგალიზებას მოვახდენთ აზარტული თამაშების, კერძოდ, კაზინოების ნებართვას გავცემთ 5 -ვარსკვლავიან სასტუმროებში. ეს შავი ზღვის სექტორში ტურიზმის განვითარებას სტიმულს მისცემს’’, - დასძინა ზელენსკიმ.


შეგახსენებთ, რომ უკრაინაში აზარტული თამაშები 2009 წლიდან აკრძალულია. მიზეზად კი, დნეპროპეტროვსკში აზარტული თამაშების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრი გახდა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები