მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაზინოებში თამბაქოს აკრძალვისთვის პარლამენტს მიმართავენ

5b138c79c3c9e
BM.GE
03.06.18 11:17
808
"თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ სიგარაბარებში-სიგარის, სამორინეებში კი თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მიზნით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

როგორც ორგანიზაციის მიერ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დანერგვის პროცესს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მასში არსებული საგამონაკლისო ნორმები.

„მაშინ, როცა 1 მაისიდან მთელს ქვეყანაში დახურული სივრცეები გათავისუფლდა თამბაქოს კვამლისგან, ილახება სამორინეებში მომსახურე ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ისინი კაბალურ პირობებში აღმოჩნდნენ სხვა დასაქმებულებთან შედარებით, უწევთ შრომა თამბაქოს კვამლში, რაც ზიანს აყენებს მათ სიცოცხლესა და ჯანმართელობას. გარდა ამისა, სამორინის ვალდებულებებისგან გათავისუფლებამ გამოიწვია კანონის აღსრულების ხელშეშლისთვის სხვა აზარტული სათამაშო ბიზნესის წახალისება, რაც საბოლოოდ ხელს აძლევს თამბაქოს ინდუსტრიას, სცადოს და მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე იმ მავნე ჩანაფიქრით, რომ გააფართოვოს დაწესებულებათა რიცხვი, სადაც დასაშვები იქნებოდა ამ მომწამლავი პროდუქტების მოხმარება, ეს კი სრულიად მიუღებელი და საზოგადოების ინტერესების წინააღმეგ მიმართული ჩანაფიქრია“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელზე დარეგისტრირებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, 1 მაისიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროსთვის ლიცენზიის მისაღებად არცერთ სიგარაბარს მიუმართავს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოთხოვნა ამ საკითხზე არ არსებობს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა შეიქმნას ხელოვნურად ამგვარი სახიფათო მოთხოვნა, კანონის დანერგვის ხელისშემშლელი საგამონაკლისო ნორმის დაშვებით“, - აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია, თუმცა კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამორინეში გამონაკლისის სახით დაშვებულია. გარდა ამისა, კანონი სიგარის მოხმარების უფლებას იძლევა იმ სიგარაბარებში, რომელთაც შესაბამისი ლიცენზია აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები