მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კბილის ჯაგრისების იმპორტი 44%-მდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი თურქეთია

კბილის ჯაგრისი

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ კბილის ჯაგრისების იმპორტში $3.5 მილიონი გადაიხადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.8%-ით მეტია. ამასთან, იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 108 ტონიდან 135 ტონამდე გაიზარდა, ანუ 25%-ით.

შესაბამისად, იმპორტის ღირებულება მოცულობაზე უფრო მეტად არის გაზრდილი. 1 ტონა იმპორტირებული კბილის ჯაგრისის საშუალო ღირებულება 2025 წლის იანვარ-ივლისში დაახლოებით $22.2 ათასი იყო, 2026 წლის იმავე პერიოდში კი $25.9 ათასამდე გაიზარდა.

ქვეყნების მიხედვით, კბილის ჯაგრისების ყველაზე დიდი იმპორტი თურქეთიდან განხორციელდა - $714 ათასი, 16 ტონა. მეორე ადგილზეა ჩეხეთი, საიდანაც იმპორტმა $556 ათასი და 8 ტონა შეადგინა. მესამე პოზიციაზეა რუსეთი - $514 ათასი, 11 ტონა.

მომდევნო ადგილებს იკავებენ იტალია - $429 ათასი და 11 ტონა, გერმანია - $313 ათასი და 7 ტონა, და ჩინეთი - $312 ათასი და 55 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები