მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი სოტბის აუქციონზე $6.2 მილიონად გაიყიდა

ბანანი

ბანანის ინსტალაცია, რომელიც ქართველმა არტისტმა დევიდ დათუნამ 2019 წელს შეჭამა, ნიუ-იორკში 6.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იტალიელი მაურიციო კატელანის პროვოკაციული ნამუშევარი ჩინური წარმოშობის კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენმა, ჯასტინ სანიამ შეიძინა, რომლის თქმითაც, კომპოზიცია „არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, ის წარმოადგენს კულტურულ ფენომენს, რომელიც ხელოვნების, მიმებისა და კრიპტოვალუტის სამყაროებს ერთმანეთთან აკავშირებს“.

„მიხარია გაცნობოთ, რომ მე ვიყიდე ბანანი. ეს არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში. ეს კულტურული ფენომენია, რომელიც აერთიანებს ხელოვნების სამყაროს, მიმებისა და კრიპტოვალუტის საზოგადოებებს. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ბანანის ამაყი მფლობელი. უახლოეს დღეებში მე ვაპირებ შევჭამო ბანანი“, - დაწერა სანმა.

ეს არის მაურიციო კატელანის სამხატვრო კონცეფცია. მან წარმატებით გაყიდა თავისი ორი ნამუშევარი სერიიდან „კედელზე მიკრული ბანანი“. მათი ღირებულება 120 ათას დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობდა.

რაც შეეხება მესამე, ანალოგიურ ნამუშევარს, ის ქართული წარმოშობის მხატვარმა დევიდ დათუნამ 2019 წელს შეჭამა. მისი თქმით, ამით მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ასეთი პროექტები საღ აზრსაა მოკლებული და არ შეიძლება ბანანი ასეთ ფასად იყიდებოდეს.

აუქციონზე გამოტანილი ლოტისთვის კიდევ ექვსი მსურველი იბრძოდა, საორიენტაციო საწყისი ფასი 1-1.5 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული. ხუთი წლის წინ კი მისი ფასი მხოლოდ 120 000$-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები