სილაბუსის შედგენა და სკოლებში დანერგვა სავარაუდოდ, 2020 წელს მოხდება.
ჩინური ენის სწავლა მე-4 კლასიდან იქნება შესაძლებელი.
ხელისუფლების განცხადებით, ეს ნაბიჯი ჩინური ეკონომიკის და ენის გავრცელების ტემპიდან გამომდინარეობს.
"ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში საკმაოდ გაზრდილია. ამიტომ ვთვლით, რომ კენიის მოქალაქეებისთვის ჩინური ენის, კერძოდ, მანდარინის დიალექტის შესწავლა საკმაოდ კარგ შედეგებს მოგვიტანს", - განაცხადა კენიის კურიკულუმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა იულიუს ივანმა.
კენიის ახალი კურიკულუმი მიმართული იქნება განათლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე.

























