მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კენიაში ქარის უდიდესი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

KenGen

კენიაში ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი Kenya Electricity Generating Co. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანაში 1 000-მეგავატიანი ქარის ფერმის დადგმას აპირებს, რაც კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ელექტროსადგური იქნება.

კენიის ენერგიის გენერაციის 92% განახლებადი რესურსებიდან - გეოთერმული და ჰიდროელექტრული კაშხლებიდან მოდის. ქვეყნის ხელისუფლება ამ მაჩვენებლის 100%-მდე გაუმჯობესებას 2030 წლისთვის გეგმავენ, ქვეყნის ლიდერი უილიამ რუტო კი საკუთარ თავს გლობალური დათბობის წინააღმდეგ აფრიკის წამყვან ხმად აპოზიციონერებს.

სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ მართული ენერგეტიკული კომპანია ბიუჯეტიდან პროექტის 75%-იან დაფინანსებას ითხოვს, დარჩენილი ნაწილი კი KenGen-ის წილებიდან დაიფარება. Bloomberg-თან საუბრისას კომპანიის წარმომადგენლები პროექტის საინვესტიციო ღირებულებებისა და ვადების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დეტალები საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ გასაჯაროვდება.

ქარის ტურბინების ახალი სადგური ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მარზაბიტის ოლქში განთავსდება, იმ 310-მეგავატიანი ფერმის მახლობლად, რომელსაც KenGen-ის სადგური აფრიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური გენერატორის წოდებას ჩამოართმევს.

1 000-მეგავატიანი სადგური კენიის ეროვნულ ქსელს, სავარაუდოდ, 2028 წელს შეუერთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები