მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კენიის მთავრობამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტზე ნებართვა გასცა

63f776950acb7
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.23 18:40
5721
კენიის მთავრობამ კილიფის ოლქიდან საქართველოში, შეკვეთილში ბაობაბების ექსპორტზე ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას kenyanwallstreet.com-ი ავრცელებს.

კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი 2022 წლის ნოემბერში სპეციალური განკარგულებით აკრძალა. პარალელურად, შესაბამის უწყებებს საქმის მოკვლევა დაევალათ.

რვა ბაობაბის ექსპორტზე თანხმობა საბოლოოდ კენიის სატყეო სამსახურის ტყის დაცვითი დეპარტამენტის უფროსმა, იულიუს კამუმ გასცა.

ხეების ექსპორტის ლიცენზია გიორგი გვასალიას სახელზე გაიცა.

კენიური მედიის ინფორმაციით, 8 ცალი ბაობაბის საერთო წონა 500,000 კილოგრამს შეადგენს.

მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბაობაბი ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების გადაშენების პირას მყოფი მცენარეების სახეობების სიაში არაა შეყვანილი. ამასთანავე, ბაობაბის სპეციალური დაცვის სტატუსს არ განსაზღვრავს არც კენიის კანონმდებლობა.

ფიზიკურ პირ გიორგი გვასალიას მიეცა უფლება კილიფის ოლქში ამოთხაროს ბაობაბები და მათი შემდგომი ექსპორტი საქართველოში განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ ბაობაბი უნიკალური მცენარეა, რომელიც ათასობით წელი ცოცხლობს. ამასთანავე, ის C-ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით, კალციუმით, კალიუმითა და ბოჭკოთი გაჯერებულ ნაყოფს წარმოქმნის, რომლის კურკა, დაფქული ფორმით, სხვადასხვა კერძებში გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები