კვირის კონკრეტულ დღეებში მოძრაობა მხოლოდ კენტი ან ლუწი სანომრე ნიშნებით - თბილისის მერი საცობების განტვირთვის ახალ გზებზე ალაპარაკდა. კახა კალაძის თქმით, პიკის საათში ქალაქში 900 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს, რასაც არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ უძლებს. გამოსავლად მერი ევროპულ პრაქტიკასა და შეზღუდვებს ასახელებს, მათ შორის საუბარია კონკრეტულ უბნებში შესვლისთვის ტარიფის დაწესებაზეც. რამდენად იმუშავებს მსგავსი რეგულაციები თბილისის რეალობაში და რა გამოწვევებს ხედავენ დარგის სპეციალისტები?






























