მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერამიკა ელ ტორენტეს" წარმომადგენელი: "შემდეგი ეტაპი იქნება კრამიტის წარმოება"

5e284821aec73
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.20 20:22
3670
„შემდეგი ეტაპი იქნება კრამიტის წარმოება“, - ამის შესახებ BM.GE-ს ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ წარმომადგენელმა საქართველში ვასილ ბაბლუანმა განუცხადა.

ესპანური კომპანია კასპის რაიონში აგურის ქარხნის ამუშავებას მიმდინარე წლის აპრილში გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ დოლარია.

ვასილ ბაბლუანის თქმით, კომპანია აგურის წარმოებაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ ქართულ ბაზარზე ასევე მოთხოვნადი სამშენებლო მასალის კრამიტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას აპირებს.

„კრამიტი საქართველოში საკმაოდ დეფიციტურია და მას შემდეგ, რაც აგურის ქარხანა ამოქმედდება, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კრამიტის ქარხნის მშენებლობის მიმართულებითაც. შეირჩევა რეგიონი, სადაც ქარხანა აშენდება, შეიძლება ეს კასპიც იყოს, დაზუსტებით ვერ ვამბობ. ინვესტიციების მოცულობა მინიმუმ 2-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე აგურის ქარხნის მშენებლობაში განხორციელდა. გაორმაგდება ასევე დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა“, - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები