მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონი მოგვცემს შესაძლებლობას სწორად შევაფასოთ ფისკალური რისკები"

58b6c7611c6a4
BM.GE
01.03.17 17:05
1743
მთავრობა ე.წ. PPP პროექტებზე, - კერძო და საჯარო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებზე ახალ კანონპროექტს მიიღებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კანონპრექტით განისაზღვება ის პოექტები და დარგები, რომელიც სახელმწიფოსთვის PPP პროექტების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანია.

"კერძო და საჯარო პარტნიორობას ორ მიმართულებად გავყოფ - პირველი არის ჰიდროელექტროსადგურების მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტირებული ხელშეკრულებები ინვესტორებთან ურთიერთობაში. აქ ჩვენ კონკრეტულად ვართ შეთანხმებული მოცულობაზე, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დადებს ხელშეკრულებას, მანამდე სანამ იქნება კერძო და საჯარო ურთიერთობაზე კანონპროექტი მიღებული. ამავდროულად დამატებულია კონკრეტული პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვს.

კერძო და საჯარო პარტნიორობაზე კანონს პარლამენტში წლის ბოლომდე წარვადგენთ, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას რომ უფრო სწორად მოვახდინოთ ფისკალური რისკების შეფასება და შევარჩიოთ ყველაზე საჭირო და სასარგებლო პროექტები ქვეყნისთვის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები