მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერძო კლინიკებში DRG მოდელით მუშაობა პრობლემურია“ - ონკოქირურგები ტარიფების ცვლილებას ითხოვენ

„DRG ტარიფები ონკოლოგიაში არაადეკვატურია“ - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში თემატური მოკვლევის ფორმატში შეკრებილმა ექიმებმა ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლამ შექმნა. პრობლემებია კომბინირებული ქირურგიული ჩარევების დროსაც, როდესაც DRG-ით მხოლოდ ერთი მიმართულება ანაზღაურდება. ექიმები ამბობენ, რომ მათ სთავაზობენ ძვირადღირებული ოპერაციების ხარჯი სხვა ოპერაციებით დააბალანსონ, რაც მათთვის არალოგიკური და კატეგორიულად მიუღებელია. ისინი გამოსავალს პაციენტის თანაგადახდის დაშვებაში ხედავენ, რისი უფლებაც დღეს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ტარიფებს არ გადახედავს, ექიმების ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ უბიძგებთ ოპერაციები არ ჩაატარონ, პაციენტები საზღვარგარეთ გაუშვან და შუამავლობის გზით ნახონ სარგებელი. ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების სისტემაზე ერთი წლის წინ გადავიდნენ, სრულყოფილად კი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები