მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო საგანმანათლებლო სექტორის შემოსავლები იზრდება" - რა განაპირობებს ზრდას?

სკოლა

კერძო საგანმანათლებლო სექტორის შემოსავლები იზრდება. როგორც Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული, 2023 წელს წინა წელთან შედარებით სექტორის შემოსავლების 25.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 958.2 მლნ ლარს მიაღწია. კვლევის მიხედვით, უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლების ზრდა უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ხოლო ზოგადი განათლების კუთხით კერძო სექტორის ზრდა - სწავლის საფასურის ზრდამ და მოსწავლეთა გაზრდილმა რაოდენობამ.

„როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების კერძო სექტორმა მაღალი შემოსავლიანობა 2023 წელს შეინარჩუნა. საოპერაციო მოგების მარჟებმა 16.3% და 32.55% შეადგინა. თუმცა, ხელფასების ზრდის დანახარჯებმა გავლენა იქონია ზოგადი განათლების კუთხით სექტორის მოგებიანობაზე, ვინაიდან შრომითი ანაზღაურების ხარჯები შემოსავლების 70%-მდე გაიზარდა 58.7%-დან (2017-21 წლები)“, - წერია Galt&Taggart-ის კვლევაში.

ზოგადი განათლების სექტორის შემოსავლის ზრდა, სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილმა დანახარჯებმა განაპირობა - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები