მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო-საჯარო პარტნიორობის ახალი მოდელი - რა გამოწვევა აქვს ბიზნესს ენერგოქსელთან დაერთებისას?

კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი ენერგეტიკაში - სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვესადგური „ურბნისის“ მშენებლობას 6 კერძო კომპანიასთან ერთად გეგმავს, რომლის საფუძველზეც საწარმო 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს. სახელმწიფო კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ცალსახად დასანერგია. თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ქვესადგურის განხორციელებაში ჩამორჩენა ჰქონდა, ბიზნესი კი ხარჯების გაწევას საკუთარი საჭიროების გათვალისწინებით დათანხმდა. ენერგეტიკის დარგის ინვესტორები ამბობენ, რომ სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება გამართული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ქვესადგურები და გადამცემი ხაზები. რატომ გახდა საჭირო ქვესადგურის მშენებლობაში კერძო სექტორის ჩართვა და რა გამოწვევების წინაშე არიან ინვესტორები ენერგოობიექტების ქსელთან მიერთების მიმართულებით.

სტუმარი: გიორგი შუკაკიძე - "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" / "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" მმართველი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები