მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო-საჯარო თანამშრომლობა ქვესადგურის მშენებლობისთვის - კარგი პრაქტიკა თუ ფინანსური გამოწვევები სახელმწიფო კომპანიაში?

კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი ენერგეტიკაში - სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვესადგური „ურბნისის“ მშენებლობას 6 კერძო კომპანიასთან ერთად გეგმავს, რომლის საფუძველზეც საწარმო 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს. სახელმწიფო კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ცალსახად დასანერგია. თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო კომპანიას არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, ერთდროულად ბევრი პროექტი განახორციელოს, შესაბამისად, პროცესში ბიზნესის ჩართვა გახდა საჭირო. ჩვენ კითხვა დავუსვით პრემიერსაც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს რესურსები აქვს, თუმცა მიზანია ეს რესურსები მაქსიმალურად დაიზოგოს. ენერგეტიკოსების ნაწილი კი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ბიზნესის ჩართვა სახელმწიფო საწარმოში არსებულ არაჯანსაღ პროცესებში მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები