მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 14% სარგებლობს

5b82844fad724
BM.GE
26.08.18 14:41
929
კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 14% სარგებლობს. დაზღვევის ზედახმედველობის სამსახურის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება და წლის II კვარტალში 554,338 ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი იყო რეგისტრირებული.

II კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. საანგარიშო პერიოდში, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 16,34 მილიონი ლარი, აქტივები შეადგენს 699,37 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 180,69 მილიონ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები