კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს
სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებულ ჯანდაცვის დაზღვევის პოლისებს მოსახელობის 15% ფლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 17 სადაზღვევო კომპანიას ჯამში 553 675 მოქმედი პოლისი აქვს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 0,07%-ით აჭარბებს. სამედიცინო დაზღვევის ბაზარი ძირითადად 5 კომპანიაზეა გადანაწილებული: ,,ჯი პი აი ჰოლდინგი“-ბაზრის 31%-ს ფლობს, ,,იმედი L“-26%-ს, ,,არდი“-12 %-ს, ,,პსპ დაზღვევა“-7%-ს, ხოლო ,,ირაო“-6%-ს. დანარჩენი 18% კი ბაზრის სხვა მოთამაშეებზე ნაწილდება. ჯამში სამედიცინო დაზღვევის სეგმენტიდან, კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვეში 172,4 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7%-ით აჭარბებს.