საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს, მეოთხე კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. სულ კომპანიებს 731 140 სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პაკეტი აქვთ გაცემული. წლიურად გაცემული პაკეტების რაოდენობა 21,070 -ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სექტორს 31 მარტის მდგომარეობით, 211.6 მლნ ლარი აქვთ მოზიდული ჯანმრთელობის დაზღვევიდან, ზრდა წლიურ ჭრილში 28.5 მლნ ლარია.
მოზიდული პრემიის 28% "ჯიპიაიზე" მოდის, პორტფელის 22% "იმედი L" -ის ხელშია, შემდეგ პოზიციებზე არიან "არდი" (11%), "თიბისი დაზღვევა" (10%) და პსპ (7%)