მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა - რა ტენდენციაა ბაზარზე?

ბოლო ერთ წელში, კერძო სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით გაცემული პაკეტების რაოდენობა 21,070-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის მდგომარეობით. კომპანიებს სულ 731 140 სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პაკეტი აქვთ გაცემული. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევიდან მოზიდულ პრემიას, სექტორს 31 მარტის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 212 მლნ ლარს შეადგენდა, რაც, წლიურად 28.5 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა, მათ შორის თავად კომპანიების მხრიდან გაუმჯობესებული პაკეტების შეთავაზებას უკავშირდება. თუმცა დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარი ნელი ტემპებით იზრდება და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მოზიდული პრემიის გაზრდილი მაჩვენებელი ნაწილობრივ ინფლაციითაა განპირობებული. კერძოდ, ბოლო ერთ წელში სამედიცინო დაზღვევის პაკეტები, დაახლოებით, 10-12 %-ის ფარგლებშია გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები