მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორი სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების გაძვირებას პროგნოზირებს;

ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო მასალებისა და შესაბამისად, უძრავი ქონების გაძვირების მოლოდინია. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში აცხადებენ, რომ მშენებლობისა და რემონტისთვის განკუთვნილი ყველა ძირითადი მასალა გაძვირებულია. მათ შორის, ყველაზე მკვეთრად გაძვირება პლასტმასისა და პოლიეთილენის შემცველ ნაკეთობებს შეეხო, რომელის ძირითადი მომწოდებელი ირანი იყო. გაძვირებულია პლასტმასის მილები, არმატურა, სარემონტო ფილები და სხვა სახის პროდუქცია. როგორც რეალიზატორები აცხადებენ, ფასების შენარჩუნებას ამჟამად მარაგების ხარჯზე ახერხებენ, თუმცა, სამშენებლო მასალებზე ფასების 20-30%-იანი ზრდა გარდაუვალია. როგორ აისახება მზარდი ფასები მშენებლობის ღირებულებაზე და რა განაპირობებს ფასების მატებას?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები