მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორი თანამედროვე პოპ-ვარსკვლავების ჰონორარებს ვერ გაწვდება - მიხეილ გიორგაძე

გგ

კერძო სექტორი თანამედროვე პოპ-ვარსკვლავების ჰონორარებს ვერ გაწვდება, - ამის შესახებ “BMGDrive”-ში Eastern Promotions-ის დამფუძნებელმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად სწორია, სახელმწიფო სუბსიდირებით კონცერტების გამართვა, მან უპასუხა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციაა.

“Starring Georgia ალბათ გარკვეულწილად გაგრძელებაა 2016 წელს Check in Georgia-ს პროექტის, რადგან ამოცანა მაშინაც და დღესაც იგივეა - ქვეყნის პრომოტირება. 2016 წელსაც ისმებოდა შეკითხვა რამდენად უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო და ფულს ხარჯავდეს ამაში - სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ინვესტიცია.

იმ დროს, როდესაც კულტურის მინისტრი გახლდით და მაშინ კულტურის სამინისტროს დაევალა ამ პროექტის ჩატარება, ამ პროექტის შემდეგ წინა ზაფხულის იგივე პერიოდში განსხვავებამ მხოლოდ შემოსავლების ნაწილში და საცალო ვაჭრობაში, მთლიანად აჭარის რეგიონში, 280 მილიონით გადააჭარბა შემოსავალმა იგივე პერიოდის წინა წელის. გარდა ამ შემოსავლისა, სერიოზული სასპონსორო პაკეტის აკრეფაც შევძელით“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება კერძო სექტორის ამ პროცესში ჩართვას, იგი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორი თანამედროვე პოპ-ვარსკვლავების ჰონორარებს ვერ გაწვდება.

“ახლა ვსაუბრობთ სახელმწიფოს მონაწილეობაზე ამ არტისტების იმ დონის ჰონორარების გადახდაში მონაწილეობაზე, რასაც კერძო სექტორი თეორიულადაც ვერ გაწვდება, ამიტომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო კერძოს სექტორს კონკურენციას არ უწევს“.