მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლა „შავნაბადა“ მეორე ფილიალს გლდანში გახსნის

გიმნაზია

კერძო სკოლა „შავნაბადა“ მეორე ფილიას გლდანში გახსნის. როგორც სკოლის დამფუძნებელმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე შესაბამისი ლოკაციის მოძიება მიმდინარეობს, სადაც 1000-1200-მდე მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.

„კერძო სკოლების მიმართ ინტერესი მზარდია და ჩვენი სკოლის მაგალითიც ამას აჩვენებს. ისნის რაინში ვართ და არსებული მოთხოვნა გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის სხვა რაიონშიც გავიდეთ. ვფიქრობთ ახალი სკოლის გახსნას და ეს იქნება გლდანის ტერიტორიაზე.

დეტალები ჯერ არ გვაქვს ზუსტად გათვლილი, თუმცა საინვესტიციო გეგმა არსებობს. ძიების პროცესში ვართ, 1000-1200 ბავშვზე გათვლილი სკოლის გახსნა იგეგმება. არ ვართ ძვირად ღირებული სკოლა, ამიტომ ჩვენი სეგმენტისთვის რაოდენობა ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია.

უახლოესი 3 წლის გეგმაში საქართველოს სხვა ქალაქებში გასვლას არ ვგეგმავთ, ვფიქრობთ ჯერ მხოლოდ თბილისში ზრდაზე. შემოსულია დიდი საინვესტიციო კომპანია, რომელიც ყიდულობს სხვადასხვა სკოლებს და ავითარებს, ამიტომ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია,“ - განაცხადა აბდუშელიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები